საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი: „ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრებს, პირველ რიგში, რელიგიური უმცირესობების საკითხი აინტერესებდათ“

paataaaa-saz-2საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს მაიკლ იენსენს და ბორის სილევიჩს შეხვდა.

პირველ რიგში მათ აინტერესებდათ რელიგიური უმცირესობების საკითხები. მე ვარ ხელმძღვანელი რელიგიური საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის და მოვახსენე, როგორ მიდის მუშაობა. მათ ასევე აინტერესებდათ მაჰმადიანი მესხების საკითხი, მათი რეპატრიაციის პროცესი როგორ მიდის. მოგეხსენებათ, მე ასევე გახლავართ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მიმდინარე პროცესებზეც მქონდა საუბარი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ზაქარეიშვილის განცხადებით, ამაზე ნაკლებად იყო საუბარი.

ბუნებრივია, მათ აინტერესებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, თუმცა მათი შესწავლის სხვა მექანიზმები გააჩნიათ და ახორციელებენ კიდეც“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი თბილისში დღეს დილიდან შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან და, ასევე, მთავარ პროკურატურაში.