საზოგადოება
რობერტ სტურუა: „რა დროს დემოკრატიაა, როცა ჯერ ჯალათებთან ერთად შარდენზე ვითომ კანტზე საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი!“

robiko-saz-2საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. რეჟისორი რობერტ სტურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

"პატრული ეზოში რომ შემოგივარდებათ, იქნებ ივანიშვილს მიმართოთ! სიდედრი თუ აგიმხედრდათ, იქნებ ბატონ ბიძინას სთხოვოთ დახმარება?! ის უცნაური ქაჯები, თავზე რომ გაჯდნენ 10 წელი, პატარა წინააღმდეგობა მაინც გაგეწიათ! ახლა მაინც მოდით გონს, ხალხო! რა დროს მიტინგებია ორსულობის წინააღმდეგ, ჯერ ბოროტება და ცოცხები ამოგლიჯეთ საკუთარი სულებიდან. რა დროს დემოკრატიაა, როცა ჯერ ჯალათებთან ერთად შარდენზე ვითომ კანტზე რომ საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი... ო, საქართველო, ნუთუ ერთი ელექტრაც არ დაიბადება შენ წიაღში, შური რომ იძიოს დამცირების გამო! ამ-ვან-ამ! “.