საზოგადოება
ლეიბორისტები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ

iiusticiis_umaglesi_sabchoროგორც საქინფორმის იმერეთის კორესპონდენტმა გვაცნობა, ქუთაისელი ლეიბორისტები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელებს იუსტიციის საბჭოში უჩივლებენ.

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის - სამსონ გუგავას განცხადებით, სასამართლომ მათ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.

ლეიბორისტები პირველ ინსტანციას სტატისტიკას სთხოვდნენ, თუ რამდენჯერ ეთქვა პროკურატურას უარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნაზე, ასევე, სასამართლომ რამდენჯერ გაამართლა მეწარმე ან კერძო პირი, როცა იგი სახელმწიფო ორგანოებს უჩიოდა.

გუგავას განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არა თუ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა, არამედ მათ აბსოლუტურად გაუგებარი პასუხი გაუგზავნა. პასუხში აღნიშნულია, რომ „სასამართლო საქმიანობისთვის ამ ინფორმაციის გაცემა საჭიროებას არ წარმოადგენს“.

ლეიბორისტებს საპროტესტო წერილი უკვე მომზადებული აქვთ და ფოსტით დღესვე იუსტიციის საბჭოს გაუგზავნიან.