პუბლიკაციები
სკანდალური საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვით კეზერაშვილით ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული

1-skandaluri-sam2-mtსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. გაზეთი „ალია“ აქვეყნებს საფრანგეთში მცხოვრები გავლენიანი წყაროს მიერ მიწოდებულ საიდუმლო დოკუმენტს, რომლის მიხედვით დავით კეზერაშვილი Future produqts company-ის შვილობილი კომპანიის „FPC“-ის 100%-იანი დამფუძნებელი და მეწილეა. 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ შეადგინა 1 მილიარდი დოლარი. შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე. ეს დოკუმენტი ამყარებს იმ ვერსიას, რომ კეზერაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაააქტიურა იარაღით უკანონო ვაჭრობა. კეზერაშვილით, რომელიც საფრანგეთის ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. არის ეჭვი, რომ კეზერაშვილს კავშირი ჰქონდა „ალ-კაიდასთან“, რომელსაც იარაღით ამარაგებდა, ასევე ლაპარაკია სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან მის საეჭვო კავშირებზე. კეზერაშვილი ასეთი სქემით მოქმედებდა: იარაღის შესყიდვა ხდებოდა საქართველოსთვის, შემდეგ ფორმდებოდა ფორმალური ტრანზიტი და გადიოდა მესამე ქვეყნებში, სადაც იყიდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებზე… ამერიკული ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook წერს, რომ საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებითა და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ. 2004-2006 წლებში კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. ის წყვეტდა, რომელი მეწარმე დაეჭირათ, რა დაეხურათ და ასე შემდეგ. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა იმიტომ, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე დიდი შავი ბაზარი არსებობს... ქართველები იღებდნენ იარაღს, როგორც ქვეყანა, რომლის ჯარსაც შეიარაღება კანონიერი მიზნებისთვის სჭირდებოდა. ის, რომ იარაღს არ ყიდულობდნენ მხოლოდ ჯარისთვის, ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ხელცარიელს უშვებდნენ რუსეთთან საომრად. არის ვარაუდი, რომ ჯარისთვის განკუთვნილი იარაღი ტერორისტებს ურიგდებოდათ. კეზერაშვილი ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა და ყველა კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ის სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან იარაღით უკანონო ვაჭრობაში თანამშრომლობდა. აფხაზეთის ომის ვეტერანის, საბრძოლო ქვედანაყოფ „ავაზას“ მეთაურის, აგვისტოს ომის მონაწილის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის მტკიცებით, კეზერაშვილი აქტიურ კავშირში იყო იარაღით უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო დამნაშავე ვიქტორ ბუტისთან. მისი თქმით, საქართველო იარაღს უკრაინისგან ყიდულობდა. კეზერაშვილის მინისტრობის დროს უშუალოდ სააკაშვილმა დაამყარა კავშირი იუშჩენკოს მეშვეობით „უკსპეცექსპორტთან“, რომელიც იარაღს ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად გაფორმდა ძვირად ღირებული იარაღის შემოსვლა, საქართველოში ეს იარაღი არ შემოსულა. თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული ტიპის იარაღის შეძენა. ეს ქვეყნებია: სირია, ირანი, ლათინოამერიკული ქვეყნები.

წითელაშვილი იმ მაქინაციური სქემის შესახებაც საუბრობს, რომლის მიხედვით უკრაინაში შეძენილი სამხედრო ტექნიკა გაქრა. არის ფირმა „ბელ თრეინგი“, რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე, ოშფორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა „ბელ თრეინგში“, იქიდან კი - „უკსპეცექსპორტში“. თავდაცვის სამინისტროს შეეძლო პირდაპირი წესით თანხა უკრაინაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ პირდაპირი გადარიცხვით ფულს ვერ გააკეთებდნენ. მაგალითად, „ბელ თრეინგში“ ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რჩებოდა ოშფორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მილიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში“. ამ საერთაშორისო დანაშაულის წყალობით წინა ხელისუფლებამ 100 მილიარდი იშოვა... სხვათა შორის, არის ინფორმაცია, რომ დუბაიდან ჩემოდნებით ფული დღემდე მიედინება სააკაშვილამდე”, - ამბობს წითელაშვილი.

1-skandaluri-sam-2-1 1-skandaluri-sam-2-2