პუბლიკაციები
აშშ-ს თავდაცვის ექს-მინისტრი რობერტ გეითსი: „საქართველოს და უკრაინის ნატოში მიწვევა შეცდომა იყო! რუსეთის იმპერიის ფესვები კიევიდან მოდის, ასე რომ ეს იყო კოლოსალური პროვოკაცია“

aqtu-1-analit-1-geitsსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რობერტ გეითსმა, შეცდომად გამოაცხადა ბალტიის ქვეყნების და ვარშავის ბლოკის რიგითი ქვეყნების ნაჩქარევად მიიღება ნატოში.  გეითსი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინის მიწვევა ნატოში იყო გაბუქება.

„ყოფილი საბჭოთა სატელიტების - ბალტიისპირეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის ქვეყნების ნაჩქარევი ჩართვა ნატოში შეცდომა იყო“, - წერს რობერტ გეითსი მემუარების წიგნში „ვალი“,რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში.

„ეს პროცესი ნელა უნდა მომხდარიყო. ამერიკული შეთანხმება რუმინეთის და ბულგარეთის მმართველობასთან ჯარისკაცების როტაციის შესახებ მათი ბაზების გავლით, იყო სასარგებლო პროვოკაცია“, - აღნიშნავს  პენტაგონის ყოფილი  უფროსი, რომლის წიგნის ამონარიდებსაც ავრცელებს რადიოსადგური „ამერიკის ხმა“.

რობერტ გეითსი ასევე მიიჩნევს, რომ „საქართველოს და უკრაინის ნატოში მიწვევა იყო გაზვიადება“. „რუსეთის იმპერიის ფესვები კიევიდან მოდის, ასე რომ ეს იყო კოლოსალური პროვოკაცია“, - წერს ის. „ევროპელები მზად იყვნენ თუ არა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკელებზე, გაეგზავნათ თავიანთი შვილები საქართველოს და უკრაინის დასაცავად, - ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ, ნატოს გაფართოება იყო არა დეტალურად გააზრებული სამხედრო მოვალეობა, არამედ პოლიტიკური აქტი, რომელიც ანადგურებდა  ალიანსის მიზანს  და უპასუხისმგებლოდ აიგნორებდა იმ ფაქტს, რასაც რუსები თვლიდნენ მათ სასიცოცხლო   ეროვნულ ინტერესებად ", - დასძენს პოლიტიკოსი.

რესპუბლიკური პარტიის წევრი გეითსი, მუშაობდა ამერიკის  ოთხ პრეზიდენტთან. მისი აზრით, „რუსეთთან ურთიერთობების განცდა გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) პოსტი დატოვა“.რობერტ გეითსი თავდაცვის მინისტრი გახდა 2006 წლის დეკემბერში. იგი ცნობილია როგორც ჯორჯ ბუშისოჯახის ახლო მეგობარი. ახალი ადმინისტრაციის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გეითსი თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეინარჩუნა. 2011 წლის 1-ელ ივლისს იგი გადადგა. მისი ადგილი დაიკავა ლეონ პანეტამ.

„ამერიკელი ჩინოვნიკების, მეცნიერების, ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ქედმაღლობამ, რომლებიც უთითებდნენ რუსებს, როგორ აწარმოონ თავიანთი შიდა და გარე საქმიანობა, გამოიწვაია ღრმა და ხანგრძლივი უარყოფა და სისასტიკე“, - წერს გეითსი.