პუბლიკაციები
საბოტაჟი!!! სევდია - ციხეში! საქართველოს მთავრობის საგანგებო განცხადება თბილისის მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით

sevdia-samart-2საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით შეიცავს შანტაჟისა და პირდაპირი საბოტაჟის ნიშნებს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის.

აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს, არცერთხელ არ შეუფერხებია თბილისის მერიისთვის კანონით გათვალისწინებული ტრანსფერის გადარიცხვა. შესაბამისად, ბიუჯეტის ჩავარდნით სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება  დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ თბილისის მერიას,  რომ  მათი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შეიცავს საბოტაჟების ნიშნებს, საფრთხეს უქმნის  მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

საქინფორმი თითქმის ყოველდღე აფრთხილებს საბოტაჟის შესახებ სააკაშვილის “ნაცმოძრაობის” ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომლებმაც დღევანდელი მთავრობის ზედმეტი ლოიალობის გამო დღემდე შეინარჩუნეს ხელისუფლების ბერკეტები ანდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მადლობა ღმერთს, გუშინ ღამით არცერთი თვითმფრიანვი არ შეჯახებია ჩამქრალ ანძას, რომელიც დიდი ხანია თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. მაგრამ თუ პროკურატურა დღესვე არ აღძრავს საქმეს საბოტაჟის ფაქტზე და არ დააპატიმრებს მერის მოვალეობის შემსრულებელ ბოროტმოქმედ სევდია უგრეხელიძეს, რომელთან შედარებით სასამართლოს მიერ მერის თანამდებობას ჩამოცილებული და ძიების ქვეშ მყოფი გიგი უგულავა ლამის წესიერების ეტალონია, ხვალ საბოტაჟის ახალი ფაქტები იქნება, რომლებიც ადამიანებს დააზარალებს, ხელისუფლებამ კი, შესაძლოა, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოს!