პუბლიკაციები
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუსეთ საქართველოს ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები ჩვენზე არ არის დამოკიდებული - დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. ამიტომ ამ შეკითხვით აჯობებს თბილისს მიმართოთ. საქართველოს მიერ იმ რეალიების არაღიარება, რომლებიც რეგიონში 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის განვითარებას ამუხრუჭებს, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე.
“ძალიან ხშირად ჩვენ პრაქტიკულ რამეებში ვაწყდებით ამ პრობლემას - საქართველოს მიერ იმ რეალიების არ აღიარებას, რომლებიც რეგიონში ჩამოყალიბდა. და ეს პერიოდულად დაგვამუხრუჭებს და ჩვენს ურთიერთობას შეაფერხებს”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.