საზოგადოება
სკოლაში შესვლა - მხოლოდ პლასტიკური ბარათით

visa_card2მალე მოსწავლეებს, შესაძლოა, სკოლაში შესასვლელად სპეციალური საბანკო პლასტიკური ბარათი დასჭირდეთ. ამ ეტაპზე, ბანკის ბარათი მხოლოდ კვების თანხებისთვის განკუთვნილ ფუნქციას ასრულებს, თუმცა მომავალში მან, შესაძლოა, სხვა დატვირთვაც შეიძინოს.

როგორც სკოლაში, ასევე ბანკში აცხადებენ, რომ ამ ბარათების აღება სავალდებულო არ არის, თუმცა ბანკის თანამშრომლები მშობლებს განუმარტავენ, რომ ეს ბარათი მალე სკოლაში საშვის ფუნქიასაც შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზა ბარათებს გაცემა იმ სკოლებშიც მიმდინარეობს, სადაც ბუფეტები ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია და კვების რაციონი და ხარისხი განსაზღვრული არ არის.