უცხოეთი
კლიჩკო დემონსტრანტებს მოლაპარაკების დასრულებამდე დაპირისპირების შეწყვეტაზე შეუთანხმდა

dogovorilsya-ucx2საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. უკრაინული ოპოზიციის ლიდერები ვიტლი კლიჩკო, არსენ იაცენუკი და ოლეგ ტიაგნბოკი დღეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას გააგრძელებენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისათვის. ამის შესახებ მომიტინგეებს პარტია „უდარის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი კლიჩკომ გრუშევსკის ქუჩაზე სპეცრაზმ „ბერკუტის“ თანამშომლებთან შეხვედრის შემდეგ აცნობა.

კლიჩკომ მომიტინგეებს მიმართა თხოვნით, მოლაპარაკების დასრულებამდე შეეწყვიტათა დაპირისპირება, შეეჩერებინათ კატაპულტი და შეეწყვიტათ ქვების სროლა. მომიტინგეებმა მას მხარი დაუჭირეს.

კლიჩკოს თქმით, მოლაპარაკება 22:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც იგი გრუშევსკის ქუჩაზე დაბრუნდება.