პოლიტიკა
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოროსის ფონდის თავმჯდომარეს ჯორჯ სოროსს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მასზე განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი, აგრეთვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ ქრისტიან ლაგარდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
![]() |
![]() |