პოლიტიკა
“ევროპარლამენტს რუსოფობია მსჭვალავს! ევროკავშირი ამერიკელთა ინტერესებს ემსახურება” - ევროპარლამენტის დეპუტატმა ავსტრიიდან ევროკავშირისა და აშშ-ის მზარდი რუსოფობიის შესახებ განაცხადა

rusofobia-pol-1-an1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 10-11 დეკემბერს სტრასბურგში, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ტრადიციული ანგარიშის ყოველწლიურ განხილვაზე, ევროპარლამენტის დეპუტატმა ავსტრიიდან ევალდ შტადლერმა (Ewald Stadler) შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ეს ანგარიში დაბალანსებული არ მგონია და მინდა ახლა მისი ცალმხრივობის 3 მაგალითი მოვიყვანო, თუმცა თავისუფლად შემეძლო კიდევ 10 მაგალითის მოყვანა.

თავში “სიკვდილით დასჯა და მისი აღსრულება” დასახელებულია ბელორუსია, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები სიკვდილით დასჯაში ლიდერი ქვეყანა, ევროკავშირის პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები! არცერთი სიტყვა აშშ-ზე!

ჯერ კიდევ გუშინ მე ვთქვი, რომ ამ ანგარიშს ხმას არ მივცემ და დღეს ასეც მოვიქეცი. განმეორებით მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ეს ანგარიში - ცალმხრივია.

მე-100 და 101-ე პუნქტებში დასახელებულია სიკვდილით დასჯის ორი შემთხვევა… მაგრამ ამ დროს სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი რაოდენობა დასავლეთ ნახევარსფეროში - აშშ-ში - აქ საერთოდ არ არის ნახსენები, არცერთი სიტყვა აშშ-ზე!

იგივე ცალმხრივობა ეხება აბორტების თემასაც.

აქ ასევე არ არის ნახსენები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები დასავლეთ საჰარაში… და პალესტინაში. იგივე ეხება… ადამიანის უფლებების დარღვევის თემას ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან… ამაზე ამ ანგარიშში ერთი სიტყვაც არ არის! არცერთი!

ეს ანგარიში რუსოფობიით არის გამსჭვალული! ამიტომ მე, ჩემი ღრმა რწმენით, ამ ანგარიშის წინააღმდეგ ვაძლევ ხმას!..

თუ ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევებს ვხედავთ, ვამბობთ კიდეც ამის შესახებ, მაგრამ არ უნდა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც პოლიტიკური პროპაგანდა, მაგალითად, უკრაინის ან სულაც რუსეთის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - რუსოფობია, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული, მისი ქმედებების ძრავაა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთან ანგლოსაქსური სამყაროდან მოდის… და ამავე დროს აშკარაა, რომ ევროკავშირი ამერიკელთა ინტერესებს ემსახურება.

მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ეს საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად არამართებულია…”