პოლიტიკა
„მოქალაქეს“ გრიპი დაემართა და მალე გამოჯანმრთელდება

mokalake-polit-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, რომელიც 28 იანვარს იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღით გადაიდო.

გადადების მიზეზი გრიპის ვირუსი გახდა. პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილის გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება. პრესკონფერენციის ზუსტი დრო და ადგილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ჟურნალისტების აკრედიტაციის ვადა 28 იანვრის 22 საათამდე გაგრძელდა. ამ დრომდე აკრედიტებულ ჟურნალისტებს რეგისტრაციის ხელახლა გავლა არ მოეთხოვებათ.