პოლიტიკა
დავით ლონდარიძე:”ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს. თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა - თეთრაძეს”

polit-3-an-3-tetraZeსაქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეკადრებში, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი რეიმის წინაამდეგ ახალ მტკიცებულებებს წარმოადგენს, ერთ–ერთი მთავარი მოქმედი გმირია გენერალი დავით ნაირაშვილი, საქართველოს მოქმედი სამხედრო ატაშე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად პოლკოვნიკი (მოგვიანებით გენერალი) დავით ნაირაშვილი 2007 წელს დაინიშნა. ნაირაშვილი 1992 წლიდან სამხედრო ძალებში სხვადასხვა თანამდებობზე მსახურობდა, მათ შორის იყო გენშტაბის უფროსის მოადგილე, სანამ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ის ამჟამინდელ ანამდებობაზე არ დანიშნა.

ექსპრესნიუს გთავაზობს მოკლული პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის საქმეზე ერთ–ერთი მთავარი მოწმის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის დავით ლონდარიძის ჩვენების ნაწილს, სადაც ნახსენებია გენერალი ნაირაშვილი.

“ბაჩო ახალაია რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რა არანორმალურია, რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ საკუთარი პისტოლეტი “გლოკი” პირში ჩამიდო. ვინატრე, რომ იარაღი დატენილი ყოფილიყო, ახალაიას ხელში ვწვდი და ვცდილობდი სასხლეტისთვის თითის გამოკვრას, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო. ბაჩომ მითხრა, რომ საკუთარი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი დამედო სხვა მონაწილეებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულერთი იყო, რომელს დავადებდი ხელს… თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა _ თეთრაძეს. ასე გაჩნდა თეთრაძე ჯაშუშების საქმეში”, - ამბობს დავით ლონდარიძე.