პოლიტიკა
ირაკლი ალასანია პანელში “რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“ სიტყვით გამოდის

1-panelSi-polit-3საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში წამყვან საერთაშორისო და დამოუკიდებელ ფორუმზე დასასწრებად გერმანიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენთან ახლოს მდებარე ქალაქ კრეუტში ახალგაზრდა ლიდერთა მე-4 ფორუმშიც იღებს მონაწილეობას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ტარდება. ირაკლი ალასანია პანელში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“ ახალგაზრდა ლიდერთა წარმომადგენლებს მიმართავს. სიტყვით. გამოსვლისას მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ალექსანდრე ვერშბოუსთან - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან.