პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა

1-fulleსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროკომისარი 3-4 მარტს საქართველოს ეწვევა. ამას შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შტეფან ფულე ასევე აპირებს დაესწროს ბათუმის კონფერენციას. ამას გარდა, იგეგმება კონფერენციის გამართვა ბრიუსელში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს მიეძღვენება და იქნება მოსამზადებელი პროცედურა ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოითქვა იმედი, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არაუგვიანეს აგვისტოს თვემდე განხორციელდება.