საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „არც ერთი სახელმწიფო არ აკავებდა კეზერაშვილს და ეს კაცი “გულაობდა”!“

1-kezeraze-sazogadoeba-2საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის მოკლე წარდგინების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

მან ისაუბრა საფრანგეთში დავით კეზერაშვილის დაკავებაში ირაკლი ღარიბაშვილ წვლილზეც.

„წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით კეზერაშვილი. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლება, რომელიც კოლოსალურ თანხას ხარჯავდა ლობისტურ კომპანიებზე. სწორედ ამ ლობირების შედეგი იყო ის, რომ არ ჩასვეს წითელ ცირკულარში. არც ერთი სახელმწიფო არ აკავებდა კეზერაშვილს და ეს კაცი “გულაობდა”, როგორც სურდა. ცალკეულ სახელმწიფოებთან ღარიბაშვილი მუშაობდა და სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი, რომ მისი დაკავება მოხდა – კარგი ფრანგული იცის, იქ ნაცხოვრებია, ვიღაცებს იცნობდა, რაღაცები გაააკეთა და როგორღაც ეს მოახერხა. ახლა სვამთ შეკითხვას, როგორ ხდება, რომ არ გადმოგვცეს? როგორ ხდება, რომ კეზერაშვილი აქ არაა? ჩემი პასუხია – ხუთ წუთში რომ გინდათ, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაგილაგოთ, ეგრე არაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.