აქტუალური
რაში დაიხარჯება 899 მილიონი ლარი?

biujetiდეპუტატები სამივლინებო ხარჯებს ვერ ელევიან, სამინისტროებს კი დაფინანსების შემცირება არ სურთ.

ვინ უფრო მეტ ფულს და დაფინანსებას მიიღებს, იმაზეა დამოკიდებული, მომავალი წლის ბიუჯეტში ამა თუ იმ უწყების გასწვრივ რა ციფრი ჩაიწერება. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ყველაზე გაურკვეველი “სხვა ხარჯებია”.

ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტში “სხვა ხარჯებში” 896 მილიონი ლარი იყო, დაკორექტირებულ ვარაინტში კი ეს თანხა 899 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ბიუჯეტში “სხვა ხარჯები” ყოველთვის ჩრდილოვანი მხარეა და ამ მუხლიდან თანხების გახარჯვა ყოველთვის გაუმჭვირვალედ ხდება.

რატომ არ არის გაშიფრული „სხვა ხარჯები“ და რაში უნდა დაიხარჯოს 899 მილიონი ლარი? ამ შეკითხვებზე პასუხს ოპოზიცია დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს - კახა ბაინდურაშვილს მოსთხოვს. თუმცა ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ კახა ბაინდურაშვილი მათ შეკითხვას კონკრეტულ პასუხს გასცემს და 899 მილიონი ლარის ხარჯვაში იმაზე მეტი სიცხადე შევა, ვიდრე აქამდე იყო.