პოლიტიკა
სენსაცია! ვიქტორია ნულანდი: “F**k the EU” (ევროკავშირი მოვ...) - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროკავშირის უცენზურო გინებისთვის ბოდიში მოიხადა

1-viktoria-pol-1-anსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა უკვე მოიხადა ბოდიში უკრაინაში აშშ-ის ელჩ ჯეფრი პაიეტთან ტელეფონით საუბრისას ევროკავშირის მისამართით უცენზურო გინებისთვის. ამ საუბრისას, როცა უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავდნენ, ნულანდი მთავრობაში პარტია “უდარის” ლიდერის ვიტალი კლიჩკომ შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიოდა და ქვეყნის პრემიერის პოსტზე “ბატკივშჩინას” ლიდერის არსენი იაცენიუკის კანდიდატურას უჭერდა მხარს. საუბრის ბოლოს მან ევროკავშირს შეაგინა და იმედი გამოთქვა, რომ გაერო დაეხმარება შეერთებულ შტატებს, რომ “ევროკავშირს ჭკუა ასწავლონ”.

გუშინ, 6 თებერვალს, YouTube-ზე გამოქვეყნდა ამ საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ვიქტორია ნულანდი უხეშად აკრიტიკებს ეკროკავშირის როლს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში, ბოლოს კი თავს ვერ იკავებს და იგინება F**k the EU” (ევროკავშირი მოვ...).

“ნება მომეცით გაცნობოთ, რომ ის უკვე დაუკავშირდა თავის კოლეგებს ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადა”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ, მაგრამ ამასთან მან უარი თქვა დაედასტურებინა ან უარეყო ინტერნეტში განთავსებული ჩანაწერის ნამდვილობა: “არ ვაპირებ დავადასტურო ეს ან დიპლომატების კერძო საუბრების დეტალები გავასაჯაროვო. არსებობს განსხვავება კერძო საუბრებსა და ოფიციალურ პოზიციას შორის, რომელსაც ჩვენ ვასაჯაროვებთ”. გაღიზიანებული ფსაკის თქმით, თუ რუსები უსმენდნენ, იწერდნენ და ინტერნეტში განათავსეს დიპლომატების კერძო სატელეფონო საუბარი, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თავისი საქმიანობის მეთოდებით რუსეთის სპეცსამსახურები “ახალ დაბალ დონემდე” დაეშვნენ.