პოლიტიკა
პუტინი: “რა სისულელეა. არ არის საჭირო უსაფუძვლოდ რაღაცების გამოგონება!” - ქართველმა ტელეჟურნალისტებმა, რომლებიც შიზოფრენიკი სააკაშვილის მორიგ მითითებას ასრულებდნენ, კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი და საკუთარი არაპროფესიონალიზმი და გაუზრდელობა აჩვენეს

CuS-pol-3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა 2014 წლის სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჩატარების საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სოჭის მედიაცენტრში გაიმართა, რომელიც გახსნილია ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტებისთვის.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტი მედიაცენტრს გაეცნო, რომლის დათვალიერების დროსაც ერთ-ერთმა იქ მომუშავე, ოლიმპიადაზე აკრედიტაციის არმქონე ქართველმა ტელეჟურნალისტმა (ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფი ტელეარხები “რუსთავი 2”, “იმედი”, “მაესტრო”), უფრო ზუსტად, სააკაშვილის კუთვნილი ტელეარხი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა მას სულელური არაკორექტული შეკითხვა დაუსვა - ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, იმ დროს, როცა ქართველი სპორტსმენები სტადიონ “ფიშტზე” მიაბიჯებდნენ, საქართველოს გამოსახულ დროშაზე ის ნაწილი, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მდებარეობს, რატომ იყო საგანგებოდ დაფარული ღრუბლებით, რომ საქართველო რუკაზე მისი სეპარატისტული რეგიონების გარეშე წარმოედგინათ?

“რა სისულელეა. არ არის რა საჭირო უსაფუძვლოდ რაღაცების გამოგონება! ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ქართული გუნდი ჩამოვიდა, მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ნიშანია, და სწორედ ის შემთხვევა, როცა ოლიმპიური თამაშები ურთიერთობის აწყობას იქაც კი ეხმარება, სადაც ეს თითქოს შეუძლებელი და ძალიან რთულია.

მაგრამ თქვენ იცით იმის შესახებ, რომ თვითმფრინავებმა თბილისიდან სოჭში რეგულარულ საფუძველზე დაიწყეს ფრენა, და ოლიმპიადის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს პრაქტიკა შევინარჩუნოთ. ამიტომ ეს უკვე ოლიმპიური თამაშების პლუსია. ოლიმპიური თამაშები საქართველოსთან ურთიერთობის აწყობას ეხმარება. ეს ძალიან მიხარია და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე დიდ წარმატებებს ვუსურვებთ. ისინი ყოველთვის კარგად განაცხადებენ ხოლმე თავის შესახებ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, განსაკუთრებით, ორთაბრძოლებში, ჩემს საყვარელ სპორტის სახეობაში - ძიუდოში ხომ ქართული გუნდი საერთოდ - ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია. იმედი გვაქვს, რომ თავს აქაც გამოიჩენენ. და წარმატებას ვუსურვებთ!” - უპასუხა პუტინმა ქართველ ჟურნალისტს, რომელმაც სოჭში ფართო ცილისმწამებლური კამპანია გააჟღერა, რომელსაც ქართულ ტელევიზიაში პრაქტიკულად ყველა წამყვანი ტელეარხი ეწევა სოჭის ოლიმპიადის გახსნის პირველივე დღიდან.