აქტუალური
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ მეთაურმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს სასწავლო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
სასწავლო ცენტრში ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი კბილცეცხლაშვილმა უმასპინძლეს.
ამით ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი გასვლითი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა გენერალ კნუდ ბარტელსის ხელმძღვანელობით, საქართველო დატოვეს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |