პუბლიკაციები
საქინფორმი: “საქართველოს ნატოში მიღებას შეჰპირდნენ და ქართული ჯარი საომრად ავღანეთში გაგზავნეს, ახლა ევროკავშირში მიღებას ჰპირდებიან და საომრად აფრიკაში აგზავნიან...”

1-saomrad-aqt-2საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი.დავით უსუფაშვილი: “საქართველოს პარლამენტი სასწრაფო წესით - 24 საათის განმავლობაში - ვალდებულია დაამტკიცოს  პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის ინიციატივა ქართული საჯარისო შენაერთების ცენტრალურ აფრიკაში, მალიში მონაწილეობის შესახებ”, - ორჯერ გაუსვა ხაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის შემდეგ პარლამენტში.

„მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მიზანშეწონილად მივიჩნევ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის გაგზავნას და მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

საქინფორმისგან: საქართველოს ნატოში მიღებას შეჰპირდნენ და ქართული ჯარი საომრად ავღანეთში გაგზავნეს, ახლა ევროკავშირში მიღებას ჰპირდებიან და საომრად აფრიკაში აგზავნიან...