რედაქტორისგან
საქინფორმი: “აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება უკრაინასთან, რათა უკრაინელმა ბოევიკებმა საქართველოში არ შემოაღწიონ და საერთაშორისო ტერორისტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება არ მოაწყონ!”

pol-1-red-Glსაქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საიდუმლო არავისთვის არის, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და ექსმმართველი პარტია “ნაციონალისტური მოძრაობა” რევანშისთვის ემზადებიან და ეს ამოცანა ძალიან გაუადვილა  დღევანდელმა ხელისუფლებამ ბევრი საყოველთაოდ ცნობილი მიზეზით. კონსტიტუციური მართლწესრიგის სადარაჯოზე დღეს საქართველოში მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მისი ერთგული მინისტრები - შს მინისტრი ჭიკაიძე, ენერგეტიკის მინისტრი კალაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი ნარმანია დგანან.

დღეს უკვე ნათელია, რომ სააკაშვილმა უკრაინაში გაიმარჯვა და ამით დაღუპა ის. ახლა იგი თბილისში დაბრუნების და აქ “ევრომაიდანი 2”-ს მოწყობისთვის ემზადება.

მაგრამ ის მარტო კი არ დაბრუნდება, არამედ უკრაინის წინაშე “დამსახურებისთვის” მისი მადლიერი ნეოფაშისტი მკვლელების, ჯალათების და ნარკომანების დესანტით, რომლებსაც თვითმფრინავებს გაუმზადებს ბევრწილად სააკაშვილის წყალობით ციხიდან გამოსული მისი მეგობარი - საერთაშორისო თაღლითი ტიმოშენკო. მათთან ერთად საქართველოში დაბრუნდება ვასილიჩ თარგამაძის ათასობით მაიდნის სწავლება გავლილი ქართველი მოიერიშე, რომლებიც აქ სისხლიან ხოცვა-ჟლეტას დაიწყებენ, როგორც კიევში. მათთან ერთად დაბრუნდება ათასობით სისხლის სამართლის დამნაშავე, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში დამნაშავეობასთან ბრძოლის გამო გაიქცნენ საქართველოდან და თავშესაფარი დიდ და ყველაზე ლიბერალურ უკრაინაში ჰპოვეს. დიახ, ახლა ისინი საჭირო არიან და დამნაშავეების გამძევებელი სააკაშვილი თვითონვე დააბრუნებს მათ!

მათ გარდა, საქართველოში შემოაღწევენ ტერორისტები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ვაშინგტონში ჯეიმსტაუნის ფონდის სათავო ოფისში სააკაშვილის დაძმობილება აფხაზეთის გმირთან, ჩერქეზ აქტივისტ იბრაჰიმ იაგანოვთან ამას ადასტურებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი აცხადებს:

- რომ საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს უკრაინასთან სავიზო რეჟიმის შემოღებით, თუნდაც ცალმხრივად;

- აუცილებელია უკვე დღესვე დაწესდეს უკრაინიდან ავიარეისებით ჩამოსული მგზავრების, აგრეთვე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შემოსულთა მკაცრი კონტროლი და აღრიცხვა. ასევე აუცილებელია დაკვირვების გაძლიერება პანკისში და მიმდებარე ტერიტორიებზე;

- დადგინდეს “ნაცმოძრაობის” მიერ უკრაინაში მივლინებული ქართული დესანტის სრული შემადგენლობა (პიროვნებები, მისამართები, კომუნიკაციები და სხვა) და ქართველი ნაციონალისტების მიმართ დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები;

- დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები საქართველოში მათი ხელმძღვანელების - საერთაშორისო პროვოკატორების და დამნაშავეების თარგამაძის, “თავისუფალი ზონის” ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, სააკაშვილის ადმინისტრაციის ექსუფროსი ანდრო ბარნოვის, და მათთან კავშირში მყოფი ყველა დანარჩენის მიმართ.

- დაიწყოს ძალიან დაგვიანებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები საქართველოს მოქალაქე მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის მიმართ აშშ-დან მისი ექსტრადიციის მიზნით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

სანამ საერთაშორისო ტერორისტი და სამხედრო დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით საფრთხეს წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე არ წარდგება, არანაირი სტაბილურობა, დემოკრატია და განვითარება არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც რუსეთში არ იქნება! უკრაინის შემდეგ ხომ სააკაშვილის გეგმებში - სახელმწიფო გადატრიალებებია საქართველოსა და რუსეთში.

polit-1-red-vniz