სამართალი
ბავშვების უკანონო გაშვილებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

gashvilebaროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ლალი ფეიქრიშვილი და ნუგზარ კელეკტრიშვილი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებულებს, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, საქართველოში ჩამოჰყავდათ საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებთან ფიქტიურ ქორწინებას უფორმებდნენ, ორგანიზებას უკეთებდნენ ''ახლადშექმნილი ოჯახისთვის'' ბავშვის შვილად აყვანას და ამ გზით ახერხებდნენ ბავშვების საბერძნეთში გადაყვანას, სადაც მათ ხელმეორედ აშვილებდნენ.