სამართალი
გუჯა ბურდულის მანქანა დაწვეს

burduliკინოს სახლთან მსახიობ გუჯა ბურდულის ავტომანქანა დაწვეს. ამ ინფორმაციას თავად მსახიობიც ადასტურებს, თუმცა მიზეზი მისთვის უცნობია.

 როგორც თავად განაცხადა, ავტომანქანის შეკეთებას აპირებდა და კინოს სახლთან, ავტომანქანის სადგომზე, დაახლოებით, 3 თვის წინათ დააყენა.

მომხდარის თაობაზე დეტალები ცნობილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება.