სამართალი
თსუ-ის I კორპუსის ეზოში პოლიციამ მამაკაცის გვამი იპოვა

universiteti_1თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში წუხელ პოლიციამ 40 წლამდე ასაკის მამაკაცის გვამი იპოვა. შემთხვევის ადგილზე, ასევე, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება თვითმკვლელობას. სამართალდამცველები ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მიმდინარეობს მოკვლელვა და გარდაცვლილის ვინაობის დადგენა.