სამართალი
პუტინი: “ეს, ცხადია, დასავლელი ინსტრუქტორების დამსახურებაა. მაგრამ საქმე ეს არ არის. ხელისუფლება ძლიერი, მდგრადი რომ ყოფილიყო, ვერანაირი ნაციონალისტები ვერ მოაწყობდნენ იმ დარბევებს და ვერ მიაღწევდნენ იმ შედეგს, რასაც დღეს ვხედავთ”

1-koneCno-12საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

„ეს ყველაფერი კარგად არის მომზადებული. ცხადია, იყო მებრძოლი რაზმები, ისინი დღემდე არის, და ვნახეთ, რა ეფექტიანად მოქმედებდნენ. ეს, ცხადია, დასავლელი ინსტრუქტორების დამსახურებაა. მაგრამ საქმე ეს არ არის. ხელისუფლება ძლიერი, თავდაჯერებული და მდგრადი რომ ყოფილიყო, ვერანაირი ნაციონალისტები ვერ მოაწყობდნენ დარბევებს და ვერ მიაღწევდნენ იმ შედეგს, რასაც დღეს ვხედავთ.

პრობლემა ის არის, რომ არც ერთი ყოფილი მთავრობა სათანადოდ არ ზრუნავდა ადამიანებზე. ჩვენც ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთში, ბევრი ძალიან მსგავსი პრობლება გვაქვს, მაგრამ ისინი ისეთი მწვავე არ არის, როგორც უკრაინაში. აი, მაგალითად, რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 29 700 რუბლია, უკრაინაში, რუბლებზე გადაანგარიშებით - 11 900 რუბლი - თითქმის სამჯერ ნაკლები. ჩვენთან საშუალო პენსია 10 700 რუბლია, უკრაინაში - 5 500, ანუ ორჯერ ნაკლები. დიდი სამამულო ომის ვეტერანები კი ჩვენთან მომუშავეთა თითქმის საშუალო ხელფასს ღებულობენ. ანუ, სხვაობა ცხოვრების დონეებს შორის მეტად არსებითია. აი, რაზე უნდა გვეფიქრა თავიდანვე. და ცხადია, საჭირო იყო ბანდიტიზმთან, კლანურობასთან, ნათლიმამობასთან ბრძოლა, პირველ რიგში - ეკონომიკაში. ადამიანები ხედავენ ამ ყველაფერს და ეს ხელისუფლებისადმი უნდობლობას იწვევს.

ყოველივე ამან რამდენიმე თაობის მანძილზე თანამედროვე უკრაინელი პოლიტიკოსები იქამდე მიიყვანა, რომ ადამიანები იმედგაცრუებული არიან და  ხელისუფლებაში სრულიად სხვა კონხტრუქციის და ახალი სახეების დანახვა სურთ. აი, ეს გახლავთ იმის ძირითადი მკვებავი ბაზა, რაც მოხდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინას, როგორც ჩანს ნამდვილად სჭირდებოდა ხელისუფლების შეცვლა, ოღონდ ლეგიტიმური გზით, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში და არა მისი ფეხქვეშ გათელვით“.