საზოგადოება
სოფელი ქორეთი, შესაძლოა, გარესამყაროს მოსწყდეს

kaxetshiახმეტის რაიონის სოფელი ქორეთი, შესაძლოა, გარესამყაროს მოსწყდეს. როგორც სოფლის მცხოვრებლებმა საქინფორმს აცნობეს, იმ შემთხვევაში, თუ მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად არ ჩატარებდა, წვიმების დროს ადიდებულმა ალაზანმა მდინარეზე გადებულ ხიდს შეიძლება ბურჯები გამოაცალოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ადიდებული ალაზანი სოფელ ქორეთში ნაპირებიდან გადავიდა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დატბორა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სოფელ ქორეთში მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ხარჯთაღრიცხვა მზადდება. გამგეობის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.