პოლიტიკა
“გვახსოვს თქვენი გრძელი რიგი, გასაქცევად რომ ემზადებოდით, და მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტი!” - საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

1-gvaxsovs-poli-3საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ორი სხვადასხვა ტექსტის განხილვისას, უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ნაციონალები“ პოპულიზმსა და დემაგოგიაში დაადანაშაულა.

„ჩვენი რეზოლუცია უკრაინაში არსებული ვითარების შესატყვისია. შეწყვიტეთ ეს უტიფარი და უპასუხისმგებლო განცხადებები. რომელი მორალით საუბრობთ შიშზე. ჩვენ გვახსოვს, როგორ იბრძოდა და იბრძვის უკრაინელი ხალხი და გვახსოვს ისიც, როგორ იბრძოდით 2008 წლის აგვისტოში თქვენ. გვახსოვს თქვენი გრძელი რიგი წითელ ხიდთან, როდესაც ქვეყნიდან გასაქცევად ემზადებოდით, ასევე, მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტი  და მთავარსარდალი 2008 წლის ომის დროს. შეწყვიტეთ სიყალბე და სპეკულაცია. თქვენ ვერ შეძლებთ უკრაინელი ხალხის შეყვარებას იმიტომ, რომ არასდროს გყვარებიათ თქვენი ხალხი“, -  განაცხადა ბესელიამ.