საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. უკრაინის კრიზისსა და რუსეთის მიმართ შესაძლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა უჩვენა: ევროპულ სახელმწიფოთა მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ნაკლებ მტკიცედ არიან განწყობილი. რფ-ის მიმართ ეკონომიკური სანქციების იდეას მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს, ხოლო დასავლეთის სამხედრო ჩარევის მომხრეები აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
თუმცაღა, კვლევითი ჰოლდინგი „რომირის“ პრეზიდენტმა, სოციოლოგმა ანდრე მილეხინმა განაცხადა, რომ გამოკითხულთა შერჩევა კონკრეტული გამოცემის აუდიტორიამდეა დაყვანილი, ხოლო ევროპის საკვანძო ქვეყნებში ჩატარებული კლასიკური კვლევები ცხადყოფს, რომ: დასავლეთ ევროპის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. გაზეთ Sunday Times-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი უკრანის კრიზისი არა მარტო კიევსა და მოსკოვს, არამედ ლონდონსაც შეეხება. ამასთან, გამოკითხულთა 50%-ის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ახალ ხელისუფლებას, 34 % მხარს არ უჭერს არც ერთ მხარეს, 3% კი რუსეთის მომხრეა.
ევროპელთა მოსაზრებები გაიყო უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხშიც და ყველაზე თავშეკავებული ფრანგები და ინგლისელები აღმოჩნდნენ. უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მომხრეა საფრანგეთის მოსახლეობის 35%, დიდ ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია - 32%.