პოლიტიკა
საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.