სამართალი
ეკა ბესელია: „უკანონო მოსმენების წინააღდეგ კამპანია მაშინ უნდა დაგვეწყო, როდესაც საძინებელ ოთახებშიც კი ეყენა ფარული კამერები და ცოლ-ქმრის კადრებს იღებდნენ“

1-mosmenebi-sam-3საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 11 მარტს, გადაცემაში „არჩევანი“ საუბრის მთავარი თემა სატელეფონო მოსმენები იყო, რამაც სტუმრებს შორის ცხარე დისკუსია გამოიწვია. გადაცემაში ჩაერთო ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომლის თქმითაც, მოსმენები წინა ხელისუფლების პრობლემაც იყო და ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას აზრით, საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახვეწა. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი მიაჩნიათ, რომ კომპანიები, რომელთა საშუალებით შსს სატელეფონო საუბრებს ფარულად იწერდა, უნდა გათავისუფლდნენ ამ ვალდებულებისგან.

„ეს პრობლეა მწვავედ დგას, გაათკეცებულია და ნუ ჩავდგებით სირაქლემას პოზიციაში, თითქოს დღეს ჩვენ თავისუფლად ვსუნთქავთ. გაცილებით უფრო ტოტალური მოსმენის სისტემაა აწყობილი და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოდის პირადად ბიძია ივანიშვილისგან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ 38 000 უკანონო ფაილისთვის, რომლებიც ადასტურებს, რომ სრულიად საქართველოს აკონტროლებდნენ, ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას. ისევ გვისმენენ - ეს სერიოზული ბრალდებაა, რომლიც ჩვენი სამართალდამცველების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, - განაცხადა საპასუხოდ იზორიამ.

უმცირესობის წევრი გირგი ვაშაძის თქმით, ყველა კომპანიაში (მაგთი, ჯეოსელი,  ბილაინი) არის შავი ყუთები, რომლებსაც თავად შსს აკონტროლებს და ნებისმიერ დროს შეუძლია დაახლოებით 70 000 ადამიანს პარალელურ რეჟიმში მოუსმინოს.

„წარმოუდგენელი თავხედობა მგონია, რომ ბატონი უგულავა დღეს საუბრობს, უჩა მამაცაშვილი რა სქემებს ალაგებს თურმე სადღაც და ბიძინა იანიშვილი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მას ელანდება... ეს კამპანია მაშინ უნდა დაგვეწყო, როდესაც ვიცოდით, რომ არათუ ვერ ვლაპარაკობდით თავისუფლად, საძინებელ ოთახებშიც კი ეყენა ფარული კამერები და ცოლ-ქმრის კადრებს იღებდნენ და ამას ინახავდნენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.