პოლიტიკა
“ძალიან გთხოვთ, გონს მოდით და დაფიქრდით!” - ავიგდორ ესკინის ღია წერილი ქართველ მეგობრებს

1-avigdor-pol-3-an-3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. იმ დროს, როდესაც მაიდანზე კიევში მოხალისეები ახლად შექმნილ უკრაინულ გვარდიაში ეწერებიან, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ სააკაშვილის “ნაციონალისტური მოძრაობის” წარმომადგენლები, იმ დროს, როდესაც ქართველი მოხალისეები რეგისტრაციას გადიან მაიდანზე კარავში, რომელზეც 2 დროშა ფრიალებს - საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” (სააკაშვილის დივერსანტების ზონდერჯგუფი) დროშები, საზოგადო მოღვაწე და პოლიტოლოგი ავიგდორ ესკინი ისრაელიდან თავის მეგობრებს საქართველოში ღია წერილით მიმართავს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-შია განთავსებული:

“ქართველ მეგობრებს.

ძალიან გთხოვთ, გონს მოდით და დაფიქრდით. ნებას ნუ მისცემთ ბეც ადამიანებს, ბანდერელ გადაგვარებულებს შეგადარონ. და არავის მისცეთ უფლება, ყირიმი აფხაზეთს შეადარონ. რამეთუ ყირიმი იყო და იქნება კანონიერად რუსული, აფხაზეთი კი იყო და უნდა იყოს ქართული.

მეგობარო ნაციონალებო! მე კარგად გიცნობთ და დავიღალე თქვენთან ბევრ საკითხზე კამათით. მაგრამ თქვენ შორის ყველაზე აღვირახსნილებიც კი არაფრით და არანაირად ჰგვანან ნაცისტებს. გესმით ეს? თქვენი ულტრა-ნაციონალისტები - სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანები არიან, რომლებიც მუსიკალური ნიჭით გამოირჩევიან.

გწერთ თქვენდამი და საქართველოსადმი სიყვარულის გამო. გონს მოდით და უღირსებთან შედარებით თავს ნუ შეირცხვენთ.

ხოლო თუ ესეც არ გყოფნით, 1992-1993 წელი გაიხსენეთ. ჯაბას 8 უკრაინელი დაქირავებული მებრძოლი ჰყავდა, მაგრამ აფხაზების მხარეს თქვენ წინააღმდეგ ორი ოცეული ომობდა. მერე ისინი ჩეჩნეთში გადავიდნენ.

გახსოვდეთ და გამოფხიზლდით.”