სამართალი
შსს-მ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

krtami-sa-1საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულების კონტროლიორი პაატა ლომიძე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა ლომიძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს N19 დაწესებულებაში მობილური ტელეფონის და სიმბარათების შეტანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 4 000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.