უცხოეთი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ობამასთან შეხვედრაზე რფ-ის ჟურნალისტების არდაშვება მიუღებელია

MID-ucx-2საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და უმაღლესი რადას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნული არსენი იაცენიუკის პრესკონფერენციაზე რუსი ჟურნალისტების არდაშვებას, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

„დაუშვებლად და დისკრიმინაციად მივიჩნევ 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და უკრაინის ამჟამინდელი „მთავრობის“ ხელმძღვანელი არსენი იცენიუკის პრესკონფერენციაზე რუსი ჟურნალისტების არდაშვებას“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისი აზრით, ვაშინგტონში, სადაც „ასე უყვართ სიტყვის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უფლებებზე საუბარი, მზად არ არიან, მისდიონ ა პრინციპებს და ამჯობინებენ საქმის დაჭერას მხოლოდ „ნაცად“ მედიასთან, რომელიც „საჭირო ინფორმაციას“ ავრცელებს. „მწვავე კითხვები, რომლებიც წინასწარ გათვლილ სცენარში არ ჯდება, მაგალითად, „მარჯვენა სექტორის“ ნაციონალისტთა დანაშაულის თაობაზე, რომელიც იაცენიუკის მთავრობის უკან დგას, თეთრ სახლში აშკარად არ სურთ მოისმინონ“. - აღნიშნა მან.