პოლიტიკა
“თეთრი ცხელება თეთრ სახლში: ობამამ პუტინს განუცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს”

palata-pol-3საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრისას განაცხადა, რომ “ყირიმში რეფერენდუმის შედეგები არასოდეს იქნება აღიარებული შეერთებული შტატების  და საერთაშორისო საზოგადოების მიერ”. აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ყირიმში ნახევარკუნძულის სტატუსის საკითხზე ჩატარებულ ხმის მიცემას “უკრაინის კონსტიტუციის დარღვევად” მიიჩნევს (კრემლის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურთა საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა).

პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რეფერენდუმი ყირიმში მთლიანად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ “მისი ჩატარება მთლიანად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების ნორმებს და ითვალისწინებდა, კერძოდ, კოსოვოს ცნობილ ინციდენტს. ამასთან, ნახევარკუნძულის მცხოვრებთ გარანტირებული ჰქონდათ თავისუფალი ნების გამოხატვის და თვითგამორკვევის შესაძლებლობა”.

 

სახელმწიფოს მეთაურებმა აღნიშნეს, რომ “შეფასებებში არსებული განსხვავებების მიუხედავად, აუცილებელია ერთობლივად მოიძებნოს გზები უკრაინაში მდგომარეობის სტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის”. ამ კონტექსტში განხილული იქნა ყირიმში ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგზავნის შესაძლებლობა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ამგვარი მისიის საქმიანობა უკრაინის ყველა რეგიონზე უნდა გავრცელდეს.