სამართალი
ლაშა ამირეჯიბი: „მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლში...“

LaSa-samart-2საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. „მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლში... ეთნიკური აზერბაიჯანელები ძალიან შეშფოთებულები არიან გავრცელებული ჭორით, თითქოსდა ლევან უბილავა - გარდაბნისა და მარნეულის რაიონის სუს-ის უფროსი - ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი მეგობარია და მანვე დანიშნა იგი ორი რაიონის სუს-ის უფროსად. ამ ჭორის გავრცელებაში . უბილავას ეხმარება მარნეულის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ისკანდერ ქერიმოვი, ასევე გამგებლის მოადგილე ბატონი შახბაზოვი, რომელიც წარსულში ნასამართლევი გახლავთ!

ქვემო ქართლი “ნაცმოძრაობის პლაცდარმად მოგვევლინა, ვაჟა ლელუაშვილის ჯგუფი სერიოზულად მუშაობს და გულხელდაკრეფილი არ ზის... .უბილავამ უკვე მოახსნევინა ბატონ ისკანდერ ქერიმოვს კულტურის განყოფილების უფროსი ლერი მუმლაძე და იგივეს უმზადებს, გამგებლის მოადგილეს, ბატონ ზაურ ტაბატაძეს.

პარტია ქართული ოცნების დაფუძნების შემდეგ, პარტია გაივსო “ნაცმოძრაობის” მორწმუნეებით და სუს-ის აგენტებით, კახი კალაძე კვლავ დუმს!!! სინამდვილეში კი ლევან უბილავა გახლავთ ძმები ქარდავების უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე, იგი დღემდე იფიცებს ვანო მერაბიშვილის სახელს.

ძალიან ძნელია ეთნიკური აზერბაიჯანელების დარწმუნება იმაში, რომ პრემიერ . ღარიბაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს . უბილავასთან და ქვემო ქართლის რეგიონის სუს-ის უფროს ვანო ბეგაშვილთან, მეტსახელად სტეკლო-სთან...

ისიც მინდა შევახსენო ბატონ კახი კალაძეს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მართლა სასწორზე დადეს საკუთარი ოჯახები, დღეს გარიყულები და მიჯირყვნულები არიან!“ - წერს ლაშა ამირეჯიბი თავის გვერდზე „Facebook“-ში.