პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ კერძო სტრუქტურებმა სახელმწიფოს "ნებაყოფლობით" 21 მილიონ 432 ათას 456 ლარის ქონება აჩუქეს

qoneba-pol-3-mtსაქართველო, 19 მარტი, საქინფორი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ“ მოიძია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტომდე და მის შემდეგ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების შესახებ.

დადგინდა, რომ 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს, იურიდიული პირებისგან ჩუქების წესით გადაეცა 21 432 456,94 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის უდიდესი ნაწილი - 18 754 451,80 ლარის ქონება - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. ფინანსთა სამინისტრომ 25 922,44 ლარის ქონება მიიღო, განათლების სამინისტრომ - 13 632,24 ლარის, თავდაცვის სამინისტრომ - 85 000 ლარის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ - 2 275 444 ლარის, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს 278 726,45 ლარის ქონება გადაეცა.

2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უსასყიდლოდ გადაცემული იქნა 4 773 438,66 ლარის და 1 214 868 აშშ დოლარის ქონება. აქედან 4 171 677,05 ლარის და 902 643 აშშ დოლარის ღირებულების ქონებას 142 ერთეული ავტომანქანა წარმოადგენდა.

კომპანია „გუდვილმა“ 2008 წლის 12 ნოემბერს 1 675 717 ლარი ღირებულების 49 ერთეული ავტომანქანა გადასცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამავე სამინისტროს 31 ერთეული ავტომანქანა „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ გადასცა. 26 სექტემბერს 21 ერთეული ავტომენქანა გადაეცა სამინისტროს შპს „დიონისე გ.ს.“-სგან, რომელთა საერთო ღირებულება 506 100 აშშ დოლარს შეადგენდა. შპს „ერთგულებამ“ 17 ოქტომბერს უსასყიდლოდ გადასცა სამინისტროს 12 ერთეული ავტომანქანა, რომელთა ღირებულება 415 197,80 ლარს შეადგენდა.

ნაჩუქარი ქონებების ნუსხაში წილის დათმობის არაერთი ფაქტი გვხვდება. კერძოდ, 2008 წლის 5 აგვისტოს ჯეოსელის” 2,5%-იანი წილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა მოხდა. წილის ღირებულება 250 025 აშშ დოლარს შეადგენდა.

ცოტა მოგვიანებით, 3 ოქტომბერს, სსთელეთის ნავთობის კომპანიის 4 შვილობილი კომპანიის 50%-იანი წილები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. უშუალოდ სს „თელეთის ნავთობის კომპანიამ“ კი 6 აგვისტოს ეკონომიკის სამინიტროს 199 981,46 ლარის მოძრავი ქონება აჩუქა.

„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ეჭვობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაფიქსირებული ჩუქების ფაქტები კრიმინალის ნიშნებს შეიცავს.

qoneba-pool-3-qve