პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი არაფერზე უკან არ დაიხევს და ყველანაირ რესურსს გამოიყენებს“

Biz-pol-2საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ „პოლიტიკის დრო“-ში უკრაინის კრიზისზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ განვითარებულ პროცესებში ბევრი გადაცდომები ჰქონდა თავად უკრაინის ხელისუფლებას. ამასთან, მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მოსაზრებებიც გამოთქვა პროცესების შედგომი განვითარების თაობაზე. ანალიზისას თუ ჩვენ საფუძვლად ავიღებთ როგორი რესურსი აქვს ამერიკას და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი ზეწოლაზე და როგორი რესურსი და მადა აქვს თვითონ რუსეთს და როგორ შეიძლება გაგრძელდეს და განვითარდეს პროცესები, ჩემი ზრით, ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი არაფერზე უკან არ დაიხევს და ყველანაირ რესურსს გამოიყენებს, რაც კი გააჩნია. თუ ვთქვათ იქნება დიდი ზეწოლა, დიდი პასუხი იქნება რუსეთის მხრიდანაც. შეიძლება მან იბრძოლოს უკრაინის ფედერალურ მოწყობაზე, მაგრამ ეს არ იქნება მისთვის პრინციპული, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორ იმოქმედებს ევროპა და რა რესურსებს დახარჯავს. ამოუწურავი რესურსები არ გააჩნია არც ევროპას და არც ამერიკას. შესაბამისად, იქნება რესურსების ჭიდილი. თუ ევროპა და ამერიკა დახარჯავს იმაზე მეტ რესურსებს, რაც დაიხარჯა საქართველოს შემთხვევაში და მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე მოხდება, ასეთ შემთხვევაში რუსეთის მადა გაჩერდება ყირიმზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.