სამართალი
პროკურორი: „ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სეიფში“

prokuroriსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პროკურორ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოს ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში.

„რაც შეეხება ვიდეომასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, პროკურატურა გამოძიების ფარგლებში, ამ საკითხსაც შეისწავლის. ასევე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. მიუხედავად მომხდარისა, მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს, ზ. ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად“, – განაცხადეს პროკურატურაში.