თავდაცვის სამინისტრო: “ინფორმაცია ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება!”
საქართველო, 21 მარტი,
საქინფორმი. II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურემ დღეს, მონაწილეობა მიიღო ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ავღანეთის მისიაში გაცილების ოფიციალურ ცერემონიალში.
სამივე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უახლოს მომავალში მიემგზავრებიან ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად. ინფორმაცია ამ ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, თავი შეიკავოს შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.