პოლიტიკა
სტრასბურგი: "ევროკავშირი საქართველოსთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერას კიდევ უფრო აჩქარებს და 2014 წლის აგვისტოს ნაცვლად ივნისში მოაწერს ხელს"

1-jose-barrosoსაქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სოციალურ ქსელ twitter-ზე, საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ბაროზუ.