უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე დონეზე გადავიდნენ. სიაში მოხვდა 33 კაცი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მან აღნიშა, რომ ევროკომისიამ დაიწყო „მესამე დონის“ - ეკონომიკური სანქციების მზადებაც, რომელთა შემოღებას ჯერ არ ჩქარობენ სიტუაციის გაუმჯობესების იმედით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ პირთა სია, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირი უკრაინის სიტუაციის გამო სანქციებს აწესებს, დიდწილად იმეორებს ამერიკის სიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.