პოლიტიკა
ხუბუტია ფიქჩერზი წარმოგიდგენთ...

khubutiyaრუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ფილმ „მოსკოვი–თბილისის“ პროდიუსერია – იტყობინება ა. წ. 11 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გვთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც პროდიუსერია - ჯაშუშური ფილმისა „ენვერი“, რომელიც ექსკლუზიურად გადაიღო ტელეკომპანიამ „რუსთავი 2“და ა. წ. 5 ნოემბერს თავის არხზე უჩვენა.

პირველ მათგანს ფილმი მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო რამდენი დაუჯდა ფილმის გადაღება მეორეს - უცნობია.

ორი პრეზიდენტი, ორი მიხეილი, ორი ქართველი, ორი ფილმი, ორივე – მერაბიშვილის სცენარის მიხედვით, ორივე - ერთსა და იმავე თემაზე: მოსკოვი–თბილისი, ანუ რუსეთი–საქართველო...

ა. წ. 11 ნოემბერს ტელეკომპანიამ „იმედი“ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა, ხოლო დღეს, 13 ნოემბერს, მასზე ექსკლუზიურად გადაღებულ ფილმს გვიჩვენებს. „დედექტივა!“ – განმარტავს თემას მერაბიშვილი: „საქართველოში სამი რუსული დაზვერვის – გრუ–ს, სვრ–ს, ფსბ-ეს აგენტები მუშაობენ, რომლებსაც ვუთვალთვალებთ და სანამ გვიან არ არის, ნებაყოფლობით ჩაბარებას ვურჩევთ!“

„კინო კაკ კინო...“ – არ ეთანხმება მას ხუბუტია და პრობლემის გადაჭრას „ქართველების ტოლერანტობით, თანდაყოლილი სიმამაცითა და სტუმართმოყვარეობით“ გვთავაზობს.

რატომ უწოდა მერაბიშვილმა ფსბ-ეს დაზვერვა და რატომ გადაწყვიტა ხუბუტიამ, რომ 08.08.08 ომის შემდეგ სწორედაც რომ დროა ქართველების სიმამაცესა და ტოლერანტობაზე საუბარი, ცნობილია მხოლოდ... იცით, ვისთვისაც. დიახ, „ასისაისთვის“...