პოლიტიკა
2014 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში ჯამში გაზიფიცირებულია 916 304 აბონენტი (თბილისის ჩათვლით), აქედან რეგიონებში - 537 953 აბონენტი

1-polit-1-gazificirebuliსაქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრები გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხედვას ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დინამიკის ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზები.

რაც შეეხება უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების შედეგად, სამინისტრომ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმები 1500 მგვტ-მდე ახალი ელექტროსადგურების მშენებლობაზე და ხელი შეუწყო დაწყებული ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2014 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში ჯამში გაზიფიცირებულია 916 304 აბონენტი (თბილისის ჩათვლით), აქედან რეგიონებში - 537 953 აბონენტი. 2014 წელს იგეგმება 57 512 აბონენტის გაზიფიცირება.

სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ინვესტორებთან.