საზოგადოება
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკვლევის თანახმად, რომელიც 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩატარდა, რესპონდენტების 61% მიიჩნევს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს. შესაბამის კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 31%-ს, ხოლო 8% უახლოეს სამიტზე ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგია.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა – 58% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.
IRI-ს გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3 992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.