IRI: სამოქალაქო სექტორში ივანიშვილის გადასვლას კატეგორიულად არ ეთანხმება 36%, ეთანხმება - 19%
საქართველო, 2 აპრილი,
საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რომელიც 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩატარდა, კითხვაზე -
ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა პრემიერ-მინისტრის პოსტი და გადასულიყო სამოქალაქო სექტორში, გამოკითხულთა
19% ფიქრობს, რომ უნდა გადასულიყო,
17% ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას ნაწილობრივ ეთანხმება,
16% ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო რესპონდენტთა
36% ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას კატეგორიულად არ ეთანხმება.
IRI-ს გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3 992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.