საზოგადოება
პრემიერმა ღარიბაშვილმა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი დაათვალიერა

sazogad-1-musikaluriსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა 115-წლიანი ისტორიის მქონე შენობა დაათვალიერა და მუსიკალური სასწავლებლის თანამშრომლებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციის მუსიკალური სასწავლებლით, რომელმაც ძალიან ცნობილი კომპოზიტორები და შემსრულებლები აღზარდა, ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის მუსიკალური სკოლის აღდგენა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის ერთგვარი სტიმული გახდება და გაგრძელდება ტრადიციები, რომლებითაც განთქმულია სასწავლებელი.

ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე, რომელიც 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, 899 999 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის სამივე სართულს, დარჩენილი თანხით კი ინვენტარის შეძენა იგეგმება. ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში 800-მდე მოსწავლე სწავლობს.