სამართალი
ეკა ბესელიამ და გუგული მაღრაძემ რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას მხარი არ დაუჭირეს

1asamblea-sam-3საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 7 აპრილს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე  ევროპარლამენტარები  უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას საქართველოს დელეგაციის ორმა  წევრმა – ეკა ბესელიამ და გუგული მაღრაძემ ხელი არ მოაწერეს. ამის შესახებ tzona.org იუწყება.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ უნდა გაიმართოს. ამ სანქციით ბიურომ გაითვალისწინა საპროცედურო წესების კომიტეტის მოსაზრება ორი რუსი დეპუტატის საქმესთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცათ.