უცხოეთი
საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ მეთაური დოკუ უმაროვის საქმიანობის ნეიტრალიზაცია მოახდინა. ამის შესახებ სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.
უწინ უმაროვის განადგურების შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იუწყებოდა.
ამასთან, მისივე თქმით, 2014 წლის პირველ კვარტალში ჩატარებულია 33 კონტრტერორისტული ოპერაცია.
“მნიშვნელოვან შედეგებს შორისაა ბანდჯგუფების 36 მეთაურისა და 65 აქტიური წევრის ლიკვიდაცია“, - აღნიშნა ეფ-ეს-ბეს დირექტორმა.