საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლების შექმნა. ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა მცდელობა და ვერც ვერავინ გაბედავს ჩარევას სასამართლო პროცესში!”

1dostiJenie-sazo-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს და საბჭოს წევრებს შეხვდა. "მოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მთავარი დანაპირების შესრულების მზაობა. თავისუფალი სასამართლო სისტემის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა ღონეს ვიხმართ და ამაში, პირველ რიგში, თქვენი ძალისხმევ საჭირო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მე მათ რამდენიმე მესიჯი მივაწოდე. ერთი ის, რომ შესრულდა ივანიშვილის დაპირება - მოსამართლეთა ხელფასების მატება 70-80%-ით, რამაც დადებითი ეფექტი იქონია სამასამართლოზე. ხელფასების მატება ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს წინა ხელისუფლების მანკიერ დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლებისადმი.

ასევე, მე მათ განვუცხადე, რომ კანონშემოქმედების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა აუცილებელია.

მესამე და მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის  დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლების შექმნა. მინდა მოვუწოდო გარკვეული პარტიების წარმომადგენლებს, რომ არავინ გაბედოს რაიმე სახით გავლენა მოახდინონ მოხამართლეებზე". - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.